ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით 10 ოქტომბრიდან დაიწყო მაღალი დონის ტექნოლოგიურ ტრენინგებს-“Advanced IT Trainings”. პროექტის ფარგლებში 120 დამწყები დეველოპერი განივითარებს უნარებს სამი თანამედროვე მიმართულებით, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში: DevOps, DataOps და ღრუბლოვანი გამოთვლები (Cloud Computing).
მონაწილეები ასევე გაივლიან კარიერული განვითარების ტრენინგებს, სადაც გაეცნობიან, თუ რა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში და საზღვარგარეთ დეველოპერების დასაქმებისთვის, შეხვდებიან წამყვანი IT კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ დასაქმების ფორუმებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ IT კომპანიებთან ერთად ტრენინგების მონაწილეებს შესთავაზებს უფასო და ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამებს.
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში ისეთი სექტორების გაძლიერებას, რომელთაც აქვთ დიდი პოტენციალი დასაქმების ბაზრის გაფართოების, შემოსავლის ზრდის და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით.
Facebook გვერდი: https://bit.ly/3w6bCYS
ელ-ფოსტა: devops@iliauni.edu.ge